გალის რაიონის მკვიდრს, რობერტ გაწერელიას, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პასპორტში, ეროვნების გრაფაში “მეგრელი” ჩაუწერეს.
როგორც ადგილობრივ ტელევიზიასთან “გალ TV-სთან” საუბარში რობერტ გაწერელია ჰყვება, მას აფხაზური პასპორტი,ჰქონდა სადაც ეროვნებად “ქართველი” ეწერა, თუმცა ეროვნების შეცვლა მოითხოვა.
”მივმართე საპასპორტო განყოფილებას და ისტორიული სამართლიანობის აღდგენა მოვთხოვე,”-განაცხადა გაწერელიამ.
გაწერელიას განცხადებით, გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ მისი პასპორტის ეროვნების გრაფაში სასურველი “ეროვნება” მეგრელი ჩაიწერა.
“ ჩემი წინაპრების სულებმაც გაიხარეს. ისინი სულ ოცნებობდნენ, მეგრელებად ჩაწერილიყვნენ”, –განაცხადა რობერტ გაწერელიამ.