გამიზნული ქმედება-ქუთაისში სახლი კონფლიქტის შემდეგ ნათესავებმა გადაწვეს


დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა, მათგან 4 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

შსს-ს ცნობით აფეთქება და ხანძარი საცხოვრებელ სახლში ბუნებრივ აირს არ გამოუწვევია. ახალი დეტალებით ირკვევა, რომ აფეთქების მიზეზი ოჯახური კონფლიქტი გახდა.

ოჯახის ახლობელი ჰყვება, რომ რომ ადამიანები, რომლებიც ბინაში იმყოფებოდნენ, მოსკოვიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ. დღეს გამთენიისას კი, ბათუმიდან ჩამოსული, მოდავე ნათესავი ბინაში მივიდა, რასაც ხმაური და აყალმაყალი მოყვა.

“ვიღაცამ კონკრეტულად და გამიზნულად ააფეთქა რაღაც და აქედან გამომდინარე გაჩნდა ხანძარი. შედეგად დაიწვა და დაზარალდა რამდენიმე ოჯახი. მათთან კომუნიკაცია მქონდა, ვინც უშუალოდ შეესწრო ამ ფაქტს და ასე რომ ვთქვათ, თვითმხილველები იყვნენ. სავარაუდოდ, გაზი არ იქნებოდაო და ეს იყო ვიღაცის გამიზნული ქმედება”-აცხადებს ოჯახის ახლობელი.

მეზობლებმა გაიგეს, როგორ ყვიროდნენ, რომ სახლში ბენზინია, რის შემდეგაც აფეთქების ხმა გაისმა.

დაშავებულებიდან ერთი, 10 წლის ბავშვია. ის თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადმოჰყავთ.