“გამობობღდება და ჭკუის დარიგებას გვიწყებს”-სამადაშვილი მელიას დაუპირისპირდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი სალომე სამადაშვილი  ყოფილ თანამოაზრეებს უპირისპირდება.  

“შეიძლება ბევრი ვიდავოთ ბრძოლის მეთოდებზე, გზებზე, სწორ სამოქმედო გეგმაზე.

სრულიად არაორდინალურ ვითარებაში პოლიტიკური ბრძოლის წარმართვა არ არის ადვილი საქმე. მაგრამ ის ხალხი, ვინც ყველა ბრძოლას გაექცა და პირად, დაუკმაყოფილებელ ამბიციებზე დაბოღმილი, გამობობღდება და ჭკუის დარიგებას გვიწყებს, მაინც ყველაზე სამარცხვინოდ, უღირსი ხალხია.

ვინც ვიბრძვით, ბრძოლას ვაგრძელებთ, თუმცა შეიძლება ბევრი ვიკამათოთ – როგორ! თავისუფალი ხალხი ასეა და თავისუფლებისათვის რომ იბრძოლო, ჯერ შენში უნდა იპოვო ეს თავისუფლება“, – წერს სოციალურ ქსელში სამადაშვილი, თუმცა არ აკონკრეტებს ვის გულისხმობს.

სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილმა სამადაშვილის სტატუსი მელიას განცხადების საპასუხოდ აღიქვა, თუმცა თავად სამადაშვილი  ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. ნაციონალურ მოძრაობაში  დაპირისპირებას არ ადასტურებენ.

გუშინ არჩევნების დასრულების შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა   ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ არჩევნების წინ ოპოზიციის ლიდერებმა წინდაუხედავი განცხადებები გააკეთეს.მან დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა, თუმცა სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი იგულისხმა.