გამოცდილება, რომელიც მე მაქვს გავლილი, ძალიან წაადგებათ-ზურა ხაჩიძე

“25 წელია სცენაზე ვარ და მინდა, რეგიონს ჩემი გამოცდილება მოვახმარო”- ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ახლად დანიშნულმა მესამე მოადგილემ, მომღერალმა, ზურაბ ხაჩიძემ განაცხადა.

მომღერლის მისი ინფორმაციით, რომ ის ძირითადად კულტურისა და საგანმანათლებლო მიმართულებას ჩაიბარებს.

მომღერალმა აღნიშნა, რომ სურს სამცხე-ჯავახეთის რეგიონს საკუთარი გამოცდილება მოახმაროს.

მომღერლის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი.

ზურა ხაჩიძე “ქართული ოცნების” მხარდამჭერია და ლადო კახაძის წინასაარჩევნო კამპანიაშიც აქტიურად მონაწილეობდა.

მომღერალი წარმოშობით ბორჯომიდან არის. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხაჩიძე პატრიოტთა ალიანსმა ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.