გამოძიება დაიწყო: ლგბტ თემის წინააღმდეგ იქმნება სპეცდანიშნულების ჯგუფები, კურთხევა მაქვს მეუფე იობისაგან

{{ARTICLEIMAGE}}
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში ა.ჯ.-ს მიერ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გავრცელებული პოსტის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომდევნო ღონისძიებები მას შემდეგ დაიგეგმება, რაც შსს-ში გამოიკითხება პოსტის ავტორი. როდის გეგმავს უწყება ა.ჯ-ს გამოკითხვას, ჯერჯერობით უცნობია.

მოქალაქე, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სოციალური ქსელის საშუალებით წერს, რომ ლგბტ თემის წინააღმდეგ იქმნება სპეცდანიშნულების ჯგუფები: “ნებისმიერ წერტილში გაანეიტრალებს მაგ სოდომისტების გამოჩენას. ეს არის 21-ე საუკუნის კიბო, რომელიც ფესვებიდან უნდა აღმოვფხვრათ”. როგორც ა.ჯ. ფეისბუქში წერს, დაჯგუფებების შექმნის “კურთხევა” მას მიღებული აქვს რუის ურბნისის მიტროპოლიტ მეუფე იობისაგან.