“გამოძიებას გააჩნია კითხვები“– გიგა ბოკერიას პროკურატურაში იბარებენ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია პროკურატურაში  საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანმადებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე აღძრული საქმის ფარგლებში დაკითხვაზე დაიბარეს. 

პროკურატურის ინფორმაციით, ბოკერიამ უარი განაცხადა პროკურატურაში გამოცხადებაზე და მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვის სურვილი გამოთქვა.

“გიორგი ბოკერია გამოკითხვის მიზნით დაბარებულ იქნა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანმადებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე. ვინაიდან მან უარი განაცხადა პროკურატურაში გამოცხადებაზე და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვის უფლებით სარგებლობის სურვილი გამოთქვა, საგამოძიებო უწყება შესაბამისი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს. გამოძიებას გააჩნია კითხვები, გიორგი ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით”,-აცხადებენ პროკურატურაში.