საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუმარტა,თუ რატომ გამოიყვანეს აქცია „სირცხვილიას” მონაწილეები პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელის ტერიტორიიდან, სადაც აქცია დილიდან მიმდინარეობს.
„შესასვლელის ბლოკირება არ შეიძლება. პარლამენტის შესასვლელი ჰქონდათ ბლოკირებული. შესაბამისად, მოვუწოდეთ, რომ გადაწეულიყვნენ და გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმატში. გამოხატონ თავიანთი პროტესტი, მაგრამ შესასვლელის ბლოკირება არ შეიძლება. ნუ დაბლოკავენ“, – განაცხადა სირაძემ.
საპატრულო პოლიციის უფროსი აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის ეზოში შეძახილით: „მონა“ შეაცილეს.ამ დროისთვის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის უკანა შესასვლელიდან შენობის მარცხენა შესასვლელთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე გადაინაცვლეს.