გამოხატვის თავისუფლებაა შეზღუდული? ზოგი სანაგვე მანქანაზეა ატორღიალებული და იქიდან კივის- გია გაჩეჩილაძე

ქართული ოცნების წევრი გაი გაჩეჩილაძის თქმით, ამერიკელი სენატორის, როჯერ ვიკერის არაინფორმირებულობამ გააკვირვა.

დეპუტატის განცხადებით, საქართველოში მედია და გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული არ არის.

,,როგორ შეიძლება ილაპარაკო მედიის პრობლემებზე, როცა ამდენი მედია გაჩნდა. მეორე, თითქოს გამოხატვის თავისუფლება არის შეზღუდული საქართველოში. 30 წელიწადია პოლიტიკაში ვარ და ასეთი რამე არ მინახავს. ადამიანები რასაც უნდა აკეთებენ და რასაც უნდა იმას ლაპარაკობენ. ზოგი სანაგვე მანქანაზეა ატორღიალებული და იქიდან კივის. ზოგიც სად არის და ზოგიც სად არის. გამოხატვის თავისუფლება როგორ არის შეზღუდული?! ეს პირდაპირ მიანიშნებს იმას ,რომ რაღაც არაინფორმირებულობის საკითხი დგას”,- ამბობს გაჩეჩილაძე.

გუშინ, სალომე სამადაშვილმა ამერიკელი სენატორის, როჯერ ვიკერის წერილი გაასაჯაროვა. ენმ-ის წევრის თქმით, სენატორმა პრემიერ-მინისტრს წერილი გასული წლის დეკემბერში გამოუგზავნა და ის საქართველოს ხელისუფლებამ დამალა. ვიკერი წერილში საარჩევნო სისტემის უკან წაღებას, პოლიტიკური ოპონენტების დევნასა და სხვა პრობლემებს ეხმაურება.