NDI-ის კვლევების მიხედვით, გამოკითხულ რესპონდენტთა 30% საქართველოს პრეზიდენტის მუშაობას უარყოფითად აფასებს.
სალომე ზურაბიშვილის საქმიანობა დადებითად მხოლოდ 20%-მა შეაფასა.კვლევაში მონაწილეთა 38% ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მუშაობა დამაკმაყოფილებელია.
NDI-ის კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდშია ჩატარებული, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის (კვლევა ოკუპირებული ტერიტორიებზე არ ჩატარებულა). ცდომილების ზღვარი +/- 2.3 პროცენტია. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.