NDI-ის კვლევის მიხედვით გამოკითხულთა უმრავლესობას ბიძინა ივანიშვილის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.
კვლევაში ჩამოთვლილ პოლიტიკოსებს შორის ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე უარყოფითი შეფასება მიიღო.
39% აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ უარყოფით დამოკიდებულება აქვს.
NDI-ის კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდშია ჩატარებული, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის (კვლევა ოკუპირებული ტერიტორიებზე არ ჩატარებულა). ცდომილების ზღვარი +/- 2.3 პროცენტია. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.