“გამოუყავით ადგილი, რომელიც ქვეყნის გამარჯვებებთან და სიწმინდეებთან კავშირში არაა”-დეპუტატი ლგბტ თემზე

პატრიოტთა ალიანსის წევრმა, გიორგი ლომიამ შინაგან საქმეთა მინისტრს სთხოვა,  რომ ლგბტ თემს მსვლელობისთვის გამოუყონ ცალკე  ისეთი ადგილი, რომელიც ქვეყნის გამარჯვებებთან და სიწმინდეებთან დაკავშირებული არ არის. ჰომოფბიური შინაარსის განცხადება დეპუტატმა პარლამენტში გააჟღერა.

“მინდა გთხოვოთ, მედიატორის როლი ითამაშოთ ლგბტ საზოგადოებასა და მეორე მხარეს მდგომ საზოგადოებას შორის. დაელაპარაკოთ ამ მსვლელობის ორგანიზატორებს, რომ უარი თქვან მსვლელობაზე, რათა ამან არ გამოიწვიოს ვნებათაღელვა ქვეყანაში, გთხოვოთ რომ  გამოუყოთ ადგილი,სადაც ისინი შეგროვდებიან, ოღონდ ის ადგილი არ უნდ აიყოს დაკავშირებული  ქვეყნის გამარჯვებებთან და არც ჩვენ სიწმინდეებთან”, — განაცხადა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის დეპუტატმა გიორგი ლომიამ.

შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას “მინისტრის საათის” ფარგლებში პარლამენტში უსმენენ.