გამოვიდეს მეჭიდაოს მაშინ, ხელი გადავწიოთ თუ რინგზე ავიდეთ – ელისაშვილი კობახიძეზე

ალეკო ელისაშვილმა უპასუხისმგებლო უწოდა ქართული ოცნების ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას უმრავლესობის წევრების “ემოციების დარეგულირებასთან” დაკავშირებით. მისი თქმით, ქვეყანაში კრიზისის ფონზე მსგავსი განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს.

“ძალიან უპასუხისმგებლო და ამაზრზენი განცხადებაა. რას ჰქვია ახლა ძლივს ვაკავებთ, რომ გამოვიდნენ და გაგვტყიპონ. მოვიდნენ, გამოვიდეს მეჭიდაოს მაშინ, ხელი გადავწიოთ თუ რინგზე ავიდეთ, რა უბედურებაა, ეს რა განცხადებაა, რა ნათქვამია ამ ფონზე, როცა ორივე მხრიდან ესეთი დაძაბულია ვითარებაა”, — თქვა ალეკო ელისაშვილმა მთავარ არხთან საუბრისას.

დღეს, 29 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ 100 დეპუტატი ეყოფოდა იმ 198 კაცს, რომელიც პარლამენტთან იყო.

“გვიწევს დეპუტატების შეკავება იმისათვის, რომ არ გამოხატონ ემოციები, გარე აქციასთან დაკავშირებით. ეს 100 დეპუტატი ეყოფა იმ 198 კაცს, რომლებიც არიან პარლამენტის გარშემო, თუ ემოციებზე არის საუბარი… შეაფასონ საკუთარი რესურსები და 200 კაცით მუშტებს ნუ აბრახუნებენ”, — თქვა ირაკლი კობახიძემ.