დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი საზოგადეობას მოუწოდებს, ტემპერატურის ქონისას აფთიაქში სახლიდან ნუ გამოვლენ და გამგზავნი თუ ჰყავთ, ისინი გააგზავნონ. მარტოხელების დახმარებას კი სტუდენტებს და სხვა მოხალისეებს სთხოვს.
,,მოსახლეობას ვურჩევ, რომ თუ ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის და ჰყავს გამგზავნი, სიცხიანი ნუ გამოვა სახლიდან და ნუ მივა აფთიაქში, იყოს სახლში. ამასთან, ვიცით, რომ ეს დაავადება გარკვეულწილად აზიანებს ასაკში შესულ ადამიანებს, უფრო მეტი რისკია ასაკში შესული ადამიანებისთვის, ამიტომ მოვუწოდეთ მოხალისეებს, წითელ ჯვარს, სამედიცინო უნივერსიტეტების მაღალი ფაკულტეტების სტუდენტებს, მოხუცს სოლიდარობის ფარგლებში დაეხმარნონ და როცა ექიმი დაუნიშნავს მედიკამენტს, სიცხიანმა კი არ იაროს აფთიაქში, ამაში დაეხმარონ სტუდენტები, მიუტანონ წამალი და რაც საჭიროა ამ ხალხს – ვინც მარტოხელაა და გამგზავნი არ ჰყავს, ამაზე ვსაუბრობ. ახლა ასევე ხშირია სურდო, გრიპი და ხალხს ჰგონია კორონავირუსი, თუმცა ეს მაინც სხვა რესპირაციული ვირუსებია, რაც გავრცელებულია, ამიტომ ასეთ დროს ნუ გამოვლენ გარეთ,” – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ლეტალური მოხუცებშია. 70-80 წლამდე გარდაცვალების მაჩვენებელი 8%-ია, 80 წლის ზემოთ კი 14.8%.