ჰაკერული შეტევის გამო გათიშული იყო ტელეკომპანია „იმედი”, „მაესტრო“ კი ამ დრომდე შეფერხებით მუშაობს.
გამოძიება 2 მუხლით, 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო. ტელეკომპანიაში უკვე იმყოფებიან კიბერუსაფთხოების სამმართველოს სპეციალისტები.
„იმედი“ ავრცელებს კომპანიის იურისტის ანდრო ლაშხის კომენტარს.
„ახლანდელი მდგომარეობით „იმედი“ ეთერშია, „მაესტრო“ კი ვერ მაუწყებლობს, გაფუჭებული და განადგურებულია კომპიუტერები, მათ შორის ძვირადღირებული ტექნიკა, სისტემაზე ბოლომდე წვდომა კვლავაც არ გვაქვს. სავარაუდოდ ეს არის კიბერშეტევა, ველოდებით გამოძიებას”- აცხადებს ტელეკომპანიის იურისტი.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილას რამდენიმე სამთავრობო ვებ გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა,ოფიციალური პირველი გვერდების ნაცვლად, ჰაკერებმა მიხეილ სააკაშვილის ფოტო გამოაქვეყნეს წარწერით “I’ll be Back”.