განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებში ინპექტირებას პოლიტიკური მიზნით ატარებს-საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ შესაძლოა, განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებში ინპექტირებას საარჩევნო გარემოზე ზემოქმედების მიზნით ატარებს.საიას ხელმძღვანელის ინფორმაციით 2018 წელს, საჯარო სკოლების ინსპექტირების მიზნით, სამინისტროში სულ 288 განცხადება დარეგისტრირდა, საიდანაც ინსპექტირება მხოლოდ 7-ში ჩაატრდა. 7 შემთხვევიდან 6 კი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ, მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე ჩატარდა, რაც 2018 წელს ჩატარებული მთელი ინსპექტირებების 85%-ზე მეტს შეადგენს. 

საიაში განაცხადეს, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლას, რომლის დირექტორიც – ია კერძაია, როგორც მისი შვილი ამტკიცებს, სწორედ ინსპექტირების პროცესს ემხსვერპლა. საიაში ამბობენ, რომ ამ სკოლაში ინსპექტირების საფუძვლად გამოყენებულ განცხადებაში, მხოლოდ ზოგად ეჭვებზე იყო მითითება და არა რაიმე კონკრეტულ ფაქტზე, დარღვევაზე, და შესაბამისად, არც ინსპექტირების ჩატარების რაიმე საჭიროება იყო. ორგანიზაცია ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლოს, იყენებს თუ არა განათლების სამინისტრო სკოლებში ინსპექტირების მექანიზმს საარჩევნო მიზნებისთვის