განათლების სამინისტრო სკოლებს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით მიმართავს

{{ARTICLEIMAGE}}
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებს რეკომენდაციით მიმართავს და სთხოვს მათ, სწავლის პროცესის დაწყებამდე, ვირუსების გავრცელების პრევენციის მიზნით შენობები სადეზინფექციო სამუშაოებით უზრუნველყონ, სწავლის პროცესის აღდგენის შემდეგ კი, სისტემატურად დაიცვან სრული სისუფთავე, დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები, სკამები და სასკოლო ინვენტარი.

სკოლებმა უზრუნველყონ სკოლის ექიმების სრულფასოვანი ჩართულობა პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას და დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რაც დაავადების თავიდან ასცილებას უკავშირდება და რომელსაც ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს”,ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.