„ცოცხალი მაგალითი ვარ იმის, რომ განსხვავებული შეხედულებების გამო ბატონი ბიძინა არავის დევნის”,- განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას პოსტიდან გათავისუფლების საკითხის შეფასებისას.
„სად იყვნენ სხვები, როცა მე არათუ განსხვავებულ მოსაზრებებს, არამედ საწინააღმდეგო პოზიციას ვაფიქსირებდი ხშირ შემთხვევაში და ამას ჩემი და ბატონი ბიძინას ურთიერთობაზე, მეგობრობაზე, თანამშრომლობაზე გავლენა არ მოუხდენია. არ არის ეს კაცი ისეთი, როგორსაც ოპოზიცია წარმოაჩენს, რომ ის ადამიანებს დევნის განსხვავებული აზრის გამო.
ყველა შემთხვევაში ის ითხოვს ახსნას, დასაბუთებას და ბევრჯერ გავმხდარვარ მოწმე იმისა, რომ ახსნილი და დასაბუთებული მოსაზრების შემთხვევაში მას შეუცვლია პოზიცია“,- განაცხადა ქუცნაშვილმა.














