გარდაბანში, სოფელ მზიანეთში გაშლილ და დაუსუფთავებელ მინდორზე მერიამ ტრენაჟორები გახსნა. მათი თქმით, პროექტი მოსახლეობის თხოვნით განხორციელდა.
სპორტული სივრცის მოსაწყობად, სადაც 5 სკამი და ორი ტრენაჟორია დამონტაჟებული, თანხები სოფლის განვითარების პროგრამიდან გამოიყო და მომსახურება მერიამ ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვით შეიძინა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტს ტრენაჟორების მოწყობა 11 216 ლარი დაუჯდა.
მოედნის ფოტოები თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა.