გარდაბანში 23 წლის ქალი სავარაუდოდ ყოფილმა მეუღლემ მოკლა

გვიან ღამით გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 23 წლის ქალი სავარაუდოდ ყოფილმა მეუღლემ მოკლა.

მეზობლების ინფორმაციით, ბრალდებულმა სიდედრთან კონფლიქტის გამო, რამდენიმე თვე ციხეში გაატარა და პენიტენციური დაწესებულება დაახლოებით ერთი კვირის წინ დატოვა. მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღით მოხდა. დანა ნივთმტკიცებად არის ამოღებული.

შსს-ს ცნობით, ბრალდებული უკვე დაკავებულია. 

მას ბრალი ედება, ,,ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.