ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას გამოკითხვა მიმდინარეობს. გარდაცვლილის შვილი აპირებს, რომ საგამოძიებო უწყებას მიაწოდოს ის მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც დადგინდება, რომ კერზაის გარდაცვალების ირგვლივ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება. ბაჩანა შენგელიას ადვოკატის ინფორმაციით, მათ მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით არაერთი პირის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება იკვეთება, მათ შორისაა განათლების მინისტრი.














