85 წლის ასაკში მოდის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და საკულტო დიზაინერი, კარლ ლაგერფილდი გარდაიცვალა. გერმანელი დიზაინერი Chanel-ის კრეატიული დირექტორი და მოდის ინდუსტრიის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული წარმომადგენელი იყო. ის სიცოცხლის ბოლო დღემდე ნაყოფიერად მუშაობდა.
ლაგერფილდი კოლექციებს მისი საკუთარი ბრენდისა და მოდის სახლისთვის – Fendi –სთვისაც ქმნიდა. ბოლო კვირების განმავლობაში დიზაინერი თავს შეუძლოდ გრძნობდა და რამდენიმე ფეშენ შოუც გამოტოვა.
კარლ ოტო ლაგერფელდტი 1933 წელს გერმანიაში დაიბადა. მოგვიანებით მან გვარი ოდნავ შეიცვალა, რადგან თვლიდა, რომ ლაგერფილდი უფრო ““კომერციულად ჟღერდა.“