“გარეჯის ტერიტორიაზე ძეგლების კონსერვაცია იგეგმება” – აზერბაიჯანული მედია

სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის  დეირეტორი ტელმან ქერიმლის განცხადებით,  დავით გარეჯის ტერიტორიაზე მნახველებისთვის თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

ინფორმაციას აზერბაიჯანული საინფორმაციო გამოცემა ავრცელებს.

“ამჟამად მშენებლობასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ნაკრძალის ტერიტორიაზე თანამშრომლებისთვის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობაზე. მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლებს მუდმივი სამუშაო ადგილი ჰქონდეთ ნაკრძალის ტერიტორიაზე. ასევე, გარემონტდება გზები. აქ არსებული ისტორიული ძეგლების კონსერვაცია მოხდება, გაძლიერდება დაცვა”, – აცხადებს ტელმან ქერიმალი. 

გუშინ ერთ-ერთი ადგილობრივი გიდი ფეისბუქზე ფოტოებსა და ვიდეოებს ავრცელებს სადაც სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე აზერბაიჯანს გზა გაჰყავდათ. 

ამავე თემაზე : 

“ავალ დავით გარეჯში, გადავალ და ვინც დამიდგება წინ, ის სამინისტრო აღარ დარჩება“-მეუფე იაკობი

დავით გარეჯის ლავრის გარდა გადაადგილება ყველგან აიკრძალა

კადრები დავით გარეჯიდან – ჩიჩხიტურის კოშკის სიახლოვეს ბულდოზერებით მუშაობენ