Newsreport.ge-სთვის ცნობილი გახდა იმ წერილის შინაარსი, რომელიც ამერიკის ელჩის პოსტზე მუშაობის დროს იან კელის კონგრესმენებმა გაუგზავნეს.
გზავნილის ავტორები იან კელის თხოვდნენ, შეუამდგომლობა გაეწია საქართველოს იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და ეცნობებინა საქართველოს მთავრობისთვის, რომ საქართველოში ამერიკულ ბიზნესს საფრთხე ემუქრება; არსებული კურსის გაგრძელების შემთხვევაში კი ქართულ ეკონიმიკას შესაძლოა, ზიანი მიდგომოდა.
წერილის თანახმად, კონგრესში გაიზარდა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულ-ამერიკულ ბიზნესურთიერთობებს საფრთხე ემუქრება.
“მხოლოდ კანონის უზენაესობა, საკუთრების უფლების დაცვას შეუძლია, გააუმჯობესოს ბიზნესკლიმატი საქართველოში და მოიზიდოს უცხოური ინვესტიციები”,-ნათქვამია წერილში, რომელიც იან კელის გაეგზავნა.
Newsreport.ge აღნიშნულთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოს დაუკავშირდა. დიპლომატიური წარმომადგენლობის პოზიციას მოგვიანებით გაგაცნობთ.