{{ARTICLEIMAGE}}
შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ოპოზიციონერის დავით კირკიტაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა პოლიციელებზე თავდასხმას და ნივთების დაზიანებას. მისი თქმით, თუ ვინმემ ნახა, რა მოქმედებებს ახორციელებდა ბატონი კირკიტაძე, ალბათ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რატომ დაინტერესდა გამოძიება მისით.
“ბატონი კირკიტაძე ალბათ მიიღებს მონაწილეობას საგამოძიებო მოქმედებებში, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამის სურვილი გვაქვს. ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია, რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ამ წუთებში მასთან დაკავშირებით”,განაცხადა მეზვრიშვილმა.
თავად პოლიტიკოსი ამბობს, რომ მის სახლთან დღეს სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი.
“აბრახუნებდნენ კარებზე. მას შემდეგ, რაც დავურეკე ჩემს მეგობრებსა და ჟურნალისტებს, დატოვეს სადარბაზო”, თქვა კირტიაძემ. ოპოზიციის ინფორმაციით, სამართალდამცავებლა უკვე დატოვეს მიმდებარე ტერიტორია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დავით კირკიტაძის სახლთან პოლიციელთა მობილიზება სოფელ ველისციხეში 16 დეკემბერს განვითარებული მოვლენების ფარგლებში დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობას და ძალადობას გულისხმობს.