ქართული ოცნების წევრის, მამუკა მდინარაძის აზრით, ბაღდათში მომხდარი გუშინდელი ტრაგედია გაჭირვებასთან კავშირში არ არის.
,,თქვენ თუ ეს პასუხი უნდა მიაბათ დღევანდელ ტრაგედიას, მე ამის ნებას არ გრთავთ, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ხანძარი და შიმშილი ერთმანეთთან არაფერ შუაშია”,- პასუხობს ჟურნალისტების კითხვას მდინარაძე.
მისი განცხადებით, ოპოზიცია მანიპულაციურად უკავშირებს ტრაგედიას გაჭირვების თემასთან, რადგან გაჭირვება არაფერ შუაშია გუშინდელ ტრაგედიასთან.
,,ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ პოლიტიკოსების, ძირითადად ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამო, ვერ ვყალიბდებით, რომ ტრაგედიას დავარქვათ ტრაგედია და გამოვიგლოვოთ ეს ადამიანები და არა სხვა თემებზე გადავიდეთ, რომლების მანიპულაციურად დაკავშირება ხდება ამ ტრაგედიასთან და შემდეგ ამით ხდება ამ თემების გადაფარვა. ცალკე აღებული არსებობს გაჭირვების თემა, რომელიც არაფერ შუაშია ამ კონკრეტულ, გუშინდელ ტრაგედიასთან”, – ამბობს მდინარაძე.
გუშინ ბაღდათში ხანძრის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 4 ბავშვი.