ქართველი ,,ლუი ანდერსონი” – 10 წლის ნიკუშა ჭიჭიკოშვილი მძიმე მდგომარეობაშია.
მისი მამის ინფორმაციით, ნიკუშას ინსულტი განუვუთარდა, ამჟამად გათიშულია და აპარატზეა შეერთებული. მას დაბადებიდან თირკმელების პრობლემა აქვს და დღემდე გადანერგილი თირკმელით ცხოვრობს, თუმცა, ბოლო 2 დღეა მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ნიკუშა ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს.
,,2 დღის წინ ნიკუშას ინსულტი დაემართა და თავის ქალა აქვს ახდილი. თირკმლის პრობლები ჰქონდა, მაგრამ ახლა იმდენად რთული სიტუაცია გვაქვს, რომ ეს უკვე მეორე ხარისხოვანია. სიცოცხლისთვის იბრძვის. როგორც ცნობილია, ადამიანს რომელიც დიალეზზეა, დიდი შანსია რომ განუვითარდეს ინსულტი. ნიკუშას შემთხვევაშიც, ინსულტი სავარაუდოდ, დიალეზმა გამოიწვია ” – უთხრა პალიტრავიდეოს ნიკუშას მამამ, ზურაბ ჭიჭიკოშვილმა.
6 წლის ნიკუშა 2017 წელს ინტერნეტ-ვარსკვლავი გახდა. მან პოპულარობა იმ ვიდეოთი მოიპოვა, რომელიც სკოლაში, პირველი კლასის ზეიმზე გადაუღეს. ნიკუშას მულტფილმის გმირს, ლუი ანდერსონს ადარებენ.