საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის შესახებ ტელეკომპანია “იმედზე” გასულ ფილმს ეხმაურება. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ბრალდება, რომლის მიხედვითაც ომი წინა ხელისუფლებამ ძალაუფლების განმტკიცებისთვის დაიწყო რუსული პროპაგანდის ნაწილია. საქართველოს მესამე პრეზიდენტი უსაფუძვლოს უწოდებს ბრალდებას, რომ თითქოს მან ომი დაიწყო, რადგან პოლიტიკური სიტუაცია შერყეული ჰქონდა.
“ის ბრალდება, რომ თურმე ჩვენ დავიწყეთ ომი, იმის გამო რომ მე მქონდა შერყეული პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში გათვლილია კლინიკურ იდიოტებზე და სკლეროზიან ადამიანებზე.
20017 წელს იყო მართლაც პოლიტიკური გამოსვლები, მე გადავდექი განსხვავებით ამათგან, ახალი არჩევნები მოვიგეთ და შემდეგ რამდნეიმე თვეში მოვიგეთ უზარმაზარი უპიტესობით საპარლამენტო არჩევნები, ჩვენ ხელისუფლებას საერთოდ არაფერი არ ემუქრებოდა და სწორედ მას შემდეგ რაც რუსეთმა ამოწურა ყველა საშუალება შიდა დესტაბილიზაციის, პუტინმა გადაწყვიტა ჩვენზე თავდასხმა, ეს არის სიმართლე”-აცხადებს სააკაშვილი.
სააკაშვილი აცხადებს, რომ ფილმის პროდიუსერი, ტელეკომპანია “იმედის” გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ლალიაშვილი რუსულ დაკვეთებს ასრულებს.
“ხაბურზანია იყო პუტინის კაცი, პუტინმა მითხრა ეს პირადად, ლალიაშვილი იყო მისი მარჯვენა ხელი, ლალიაშვილი რათქმაუნდა პუტინთან არის კავშირში. როგორც ამ დღეებში აქტიურობს, ის იყო თავის დროზე საქართველოს დიპლომატიურ მისიაში ჩანერგილო, ასევე კაგებეშნიკ პეტრე ჩხეიძის მიერ და იყო კგბ-ს წარმომადგენელი საქართველოს საგარეო სამსახურში, ეს ვიცით ყველამ და ვისაც ამ საქმესთან ჰქონდა შეხება და ეს ხალხი აქტიურობს დღეს. ეს არის რუსული დავალებები, ეს ფილმი არის რუსული დავალება და მას აქვს კონკრეტული მიზანი, 2 მიზანი ეს უნდა გვახსოვდეს ყველას.რუსეთი ამზადებს საფუძველს, რომ უახლოეს კვირებსა და თვეებში, მას შემდეგ, რაც იმუშავა წულუკიანმა ივანიშვილის დავალებით, ქართულ სამხედროებს წაუყენონ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში ბრალი, წულუკიანი ამაზე ძალიან ბევრს მუშაობს და ძალიან უნდა, რომ ეს მოხდეს და ამისთვის ამზადებენ საზოგადოებრივ აზრს, უნდა აჩვენონ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ეს არის ქართული საზოგადოებრივი აზრი, ეს არის პირველი საფუძველი, ჰააგაში საქართველოს გამტყუნება და მეორე საფუძველი, რასაც ამზადებს პუტინი ეს არის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, სინამდვილეში, შიდა ქართლის ანექსია რუსეთის ფედერაციის მიერ, მათ მიერ ჩვენი ტერიტორიის საბოლოო მიტაცება, ეს არის, რისთვისაც ისინი ემზადებიან და რისთვისაც არის ეს ფილმი გაკეთებული. ამგვარად, მე მიხარია, რომ ქართული საზოგადოება იღებს ხმას და ასეთ რაღაცებს ივანიშვილი და მისი პატრონები ჩვენ უკვე ასე ადვილად ვეღარ გვახვევენ თავს”-ამბობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.