მე შენს ძმას არა ნაკლებ ვეძებდი და ვწუხდი- მაჩალიკაშვილი კალაძეს

მე შენს ძმას არა ნაკლებ ვეძებდი და ვწუხდი,- მიმართავს მაჩალიკაშვილი კალაძეს.

,,მე შენს ძმას არა ნაკლებ ვეძებდი და ვწუხდი შენი ძმის ამბავს, მაგრამ ეს ყველაფერი დრომ შეცვალა. დინებამ საპირისპიროდ დაიწყო დინება. ფულებმა ძალაუფლებამ დაგაბრმავა. შენ ცდილობ გქონდეს სპორტსმენის სახელი და პარალელურად გინდა გერქვას კაი ბიჭის სახელი. გინდა იყო ქურდულ სამყაროსთან დახლოებული პირი და ამადროულად გინდა იყო გამორჩეული პოლიტიკოსი, მაგრამ არარაობა ხარ”,- წერს შვილმკვდარი მამა საკუთარ ,,ფეისბუქ” გვერდზე.

მისი თქმით, ის ყოველთვის თავს იკავებდა კალაძის წინააღმდეგ განცხადების გაკეთებისგან, რადგან მასაც მსგავსი ისტორია აქვს გამოვლილი.

,,ყოველთვის ვცდილობდი მის მიმართ თავშეკავებული ვყოფილიყავი გამომდინარე იქიდან, რომ ვიცოდი ამ კაცმა მეტ- ნაკლებად დაახლოებით პატარა მსგავსი ის გზა გამოიარა მოკლე დროის განმავლობაში,”- წერს მაჩალიკაშვილი

შვილმკვდარი მამა გარემოვაჭრეებს სოლიდარობისთვის მადლობას უხდის და კალაძეს მოუწოდებს, მათ თავი დაანებოს.

“მოდი, მე მეჩხუბე, ჩემს კარავს და ბანერს, თემირლანის კარავს და ბანერს ეჩხუბე და გარე მოვაჭრებს ნუ ეჩხუბები ვიღაცის დაკვეთით. გაუბედურებულ გარე მოვაჭრეებს, ქართული ოცნების მიერ ოცნება წართმეულ ხალხს, დანებე თავი და მიეცი საშუალება ისუნთქონ”,- მიმართავს ის თბილისის მერს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია გარემოვაჭრეებს რესპუბლიკის მოედანზე ვაჭრობის უფლებას აღარ აძლევს და მათ პარლამენტის წინ გადანაცვლებისკენ მოუწოდებს.