შეხვედრა პრეზიდენტთან, პრეზიდენტის გარეშე. სალომე ზურაბიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რეზიდენციაში შეხვედრაზე მიიწვია, თუმცა მისასალმებელი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ დარბაზი დატოვა. სალომე ზურაბიშვილს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ცილისწამების შესახებ კანონის გამკაცრებაზე უნდა ემსჯელა. მესამე სექტორში ამბობენ, რომ ვერ გაიგეს რისთვის დაიბარა ისინი პრეზიდენტმა, თუ მათთან საუბარი არ სურდა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმული უკმაყოფილება პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გაუგებარია. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ქეთევან მახარაშვილი ამბობს, რომ მათ ცილისწამების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებისგან რეკომენდაციების მოსმენა და მსჯელობის პროცესში მათი თავიდანვე ჩართვა სურდათ, რისი პრაქტიკაც აქამდე არ არსებობდა.
{{VIDEO}}