გაურკვეველი ორინეტაციის არსებები-ყვარელში “ოცნების” საკრებულოს დეპუტატი აქციის მონაწილეებზე წერს

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, ნინო ხუციშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე  პარლამენტის წინ შეკრებილლ აქციის მონაწილეებს “გაურკვეველი ორიენტაციის” არსებებს უწოდებს.

დისკრიმინაციული პოსტი მან საკუთარ ფეისბუქზე  დღეს გამოაქვეყნა, თუმცა ეს არ არის ერთადერთი პოსტი, სადაც საკრებულოს მოქმედი დეპუტატი აქციის მონაწილეების დისკრედიტაციას ცდილობს.

“მოწევენ და გახარია და დაზარალებული ახალგაზდდები კი არა, საკუთარი გამჩენი ავიწყდებათ”-წერს ხუციშვილი აქციის მონაწილეებზე.

ხუციშვილმა  აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის სალომე ბარკერის  შესახებაც დაწერა და აქციის მონაწილეებს “სექსტანტები” უწოდა.

“ამისი დაორგანიზებული აქცია და იქ მდგომი სხვადასხვა ჯურის სექტანტები კი ორმაგად, ამაზე უფრო მეცოდებიან”-წერს ხუციშვილი.