“გავაგრძელებთ მათ პოლიტიკურ წვალებას პროტესტით”- ბოკერია

მმართველ გუნდსა და დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ პროტესტი გრძელდება, რადგან ქართულმა ოცნებამ ე.წ. გერმანული მოდელი უარყო. მისივე თქმით, გაგრძელდება შეხვედრებიც, თუ მსგავსი სურვილი იარსებებს.

“არცერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, წვალობენ საშინლად, მაგრამ იმსახურებენ პოლიტიკურ წვალებას და ჩვენ გავაგრძელებთ ამ “პოლიტიკურ წვალებას” პროტესტით — გარეთ და დიალოგით — შიგნით. მანამ, სანამ საზოგადოება არ მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა”, — განცახადა ბოკერიამ.

მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს შეხვედრაზე მყოფმა სხვა ოპოზიციურმა ლიდერებმაც: გრიგოლ ვაშაძემ, ნინო ბურჯანაძემ, დავით უსუფაშვილ

დიპლომატიური კორპუსის ჩართულობისა და შვიდსაათიანი საერთო შეხვედრის მიუხედავად, მმართველი გუნდი ოპოზიციას ე.წ. გერმანულ მოდელზე მაინც არ დათანხმდა. წულუკიანმა თქვა, რომ ოპოზიციამ ვერ წარადგინა ვერანაირი არგუმენტი იმისა, რომ ეს მოდელი კონსტიტუციურია. მისი თქმით, ამ საკითხზე დებატები ქართული ოცნების მხრიდან არის დახურული.