გავატყავებდი და შემდეგ კოცონზე დავწვავდი – ლუკა კურტანიძე

„გავატყავებდი და შემდეგ კოცონზე დავწვავდი“,- ამის შესახებ შსს პოლიციის აკადემიის პრორექტორმა, ლუკა კურტანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი სტატუსი იმ “უმადურებს” ეხება, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილის კეთილი საქმეები ვერ დააფასეს.

„აი ზოგიერთის კომენტარს ვკითხუილობ და ერთი რამ სურვილი მიჩნდება მაპატიოს უფალმა, მაგრამ ამდენ უმადურს ცოცხლად გავატყავებდი და შემდეგ კოცონზე დავწვავდი, რომ მიწაც არ შევაწუხო ამ არსებებით!! შენ რა გაგიკეთებია პარაზიტო, რომ ერის კაცის სიკეთეს ითვლით ან ვინ მიგდიხარ, რომ ასეთი დაუნახავი რამეს აფასებდე?!ღმერთმა დალოცოს ერის კაცი ბიძინა ივანიშვილი! ამინ“,- წერს ლუკა კურტანიძე.