პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე დავით საგანელიძე და დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ.
დავით საგანელიძე კომიტეტის სხდომაზე საუბრობდა, საპარტნიორო ფონდის რეფორმირების საჭიროებაზე, რა დროსაც დავით ჭიჭინაძემ მიმართა, რომ თუ რაიმე ცვლილების საჭიროებას ხედავდა და რამე არ მოსწონდა, აქამდე უნდა ეთქვა.
“გავიწყდება როგორ მოხვდი აქ და ვის ელაპარაკები”-მიმართა საგანელიძემ ჭიჭინაძეს. “შენ როგორ მოხვდი ეგ ნაღდად ვიცი” -უპასუხა ჭიჭინაძემ, რაზეც საგანელიძემ უპასუხა, რომ თქვენობით ესაუბრა.
სიტუაციის განსამუხტად სხდომის წამყვანმა რომან კაკულიამ მანდატურის სამსახურის ჩართვა მოითხოვა. „გთხოვთ დააწყნაროთ მეგობრები, ან ყავა დაალევინოთ“ – მიმართა კაკულიამ მანდატურს.