პოლიციის მთავარ სამმართველოში დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატის გამოკითხვა დასრულდა. ლევან ჩხეიძე ერთი საათის განმავლობაში იკითხებოდა.
გამოძიება დაინტერესდა, საიდან იცნობდნენ მეფე და ადვოკატი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, რომლითაც დედოფალზე ფიზიკური ძალადობა დასტურდება.
ლევან ჩხეიძე გამოკითხვაზე თავის ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.
„გავრცელდა საიდანღაც ინფორმაცია, თითქოს, მე ჩამივარდა ხელში სისხლის სამართლის საქმის მასალები. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს და აღნიშნული განვუმარტე გამოძიებას იმიტომ, რომ ის მტკიცებულებები, პრაქტიკულად, რომელიც მე ხელთ მაქვს, ნაწილი მტკიცებულებები ფიგურირებს სამოქალაქო საქმეში და ეს მტკიცებულება ფიგურირებს ტიტულების გაყიდვის საქმეში და ქონების გაყიდვის საქმეში. აბსოლუტურად არარელევანტული დასკვნაა ორივე საქმეში და მოწინააღმდეგე მხარემ ასე ჩათვალა საჭიროდ და წარმოადგინა,“ – განაცხადა დაკითხვიდან გამოსულმა ლევან ჩხეიძემ.