მართლმადიდებლობის ასამბლეა საქართველოს პარლამენტში რუს დეპუტატს სერგეი გავრილოვს რუსულად მიჰყავს.
გავრილოვი, რომელიც კარგად არის ცნობილი ანტიქართული ქმედებებით ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში, ირაკლი კობახიძის სკამზე ზის და დამსწრე აუდიტორიას რუსულად მიმართავს.
19-22 ივნისს თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას პირველად მასპინძლობს. 26-ე გენერალური ასამბლეის სესიის თემაა “პარლამენტარიზმის წვლილი თანამედროვე სოციალური და პოლიტიკური მოვლენების გააზრებაში”.