რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გავრილოვი ბოდიშის მოხდას მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დეპუტატების ასამბლეის ჩაშლის გამო ითხოვს.გავრილოვის თქმით, საქართველოს პარლამენტმა მათ უნდა წარუდგინოს ანგარიში, თუ რა ზომები მიიღეს ინციდენტის შემდეგ.
ცნობისთვის, სწორედ რუსი დეპუტატის საქართველოში ვიზიტსა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვას მოჰყვა მრავალათასიანი აქციები რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს.