გავრილოვი საქართველოში ჩამოსვლას ოჯახთან ერთად აპირებს


რუსი კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოში ჩამოსვლას ისევ გეგმავს. ამის შესახებ დუმის წევრმა რუსულ მედიასთან განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როდის აპირებდა ის საქართველოში ისევ ჩასვლას, გავრილოვმა უპასუხა, რომ ხვალვე ჩავიდოდა საქართველოში, რომ შეეძლოს.

“მე იქ პირადი გეგმები მაქვს. ჩვენ შემოდგომაზე ბავშვებთან ერთად წასვლას და მოლოცვას ვგეგმავდით, როცა სიცხეები გადაივლიდა. მე მინდა, რომ ჩემმა შვილებმა ამ ქვეყნის შესახებ იცოდნენ, რადგან მეორე ასეთი ადგილი, როგორიც საქართველოა, ჩვენ არ გვაქვს.” – განაცხადა გავრილოვმა.

შეგახსენებთ, რომ რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური პროცესები და საპროტესტო აქციები მოჰყვა. 20 ივნისის მოვლენები უკვე შეფასდა როგორც “გავრილოვის ღამე”.

გავრილოვმა 20 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი სკამიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა. ამ ფაქტს ოპოზიციის გაღიზიანება მოჰყვა, მათ გავრილოვისთვის განკუთვნილი ტრიბუნა დაიკავეს და სხდომა ჩაშალეს.

ამავე ღამეს სპეცრაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა აქცია.

აქციის მონაწილეების დასარბევად სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები,ცრემლსადენი გაზი  წყლის ჭავლი გამოიყენეს.

რეზინის ტყვიების დამიზნებით სროლის შედეგად მძიმე დაზიანებები მიირეს, როგორც აქციის მონაწილეებმა ასევე ჟურნალისტებმა. ცალი თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ, ხოლო ერთი ადამიანი ამ წუთამდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

დარბევის დროს დაშავდა 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.

უკვე მერვე დღეა, რაც რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობს, ახალგაზრდების მოთხოვნაა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. თუმცა როგორც მტავრობის მეთაურისა და შსს მინისტრის  განცხადებებიდან ირკვევა გიორგი გახარია გადადდგომას არ აპირებს და ხელისუფლება პასუხისმგებლობას 20 ივნისის მოვლენებზე მიხეილ სააკაშვილს აკისრებს.