რუსეთის დუმის სამოქალაქო განვითარების, საზოგადოებრივი და რელიგიური გაერთიანებების კომიტეტის თავმჯდომარემ, სერგეი გავრილოვმა რუსულ მედიასთან კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ მინისტრის გადადგომასა და ამ პოსტზე გიორგი გახარიას დანიშვნასთან დაკავშირებით.
გავრილოვი ამბობს, რომ გახარია თბილისში ივნისში განვითარებული მოვლენების დროს მკაცრი პოზიციით გამოირჩეოდა და იმედი აქვს, რომ საქართველოს მთავრობის მომავალ მეთაურს ეყოფა ვაჟკაცობა “რუსეთთან გულახდილი მოლაპარაკებების დასაწყებად თანამშრომლობის აღდგენისთვის.“ გავრილოვის აზრით მხოლოდ ეს შეიძლება გახედს კონფლიქტის დაძლევის გარანტია.
„საქართველოს პრეზიდენტისგან დამოუკიდებელ, საქართველოს მთავრობის მომავალ მეთაურს, ეყოფა სიმამაცე,რომ რუსეთთან ღია მოლაპარაკებებზე გავიდეს, თანამშრომლობის აღდგენის მიზნით“, – განაცხადა სერგეი გავრილოვმა.
რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი რუსეთის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში იყო ჩამოსული. ასამბლეის სხდომის პარლამენტში ჩატარებისას გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. გავრილოვის ვიზიტის გამო პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც 21 ივნისს პოლიციამ ძალის, რეზინის ტვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. აქციის დაშლისას რამდენიმე ათეული ადამიანი დაშავდა.
გიორგი გახარია „ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა 3 სექტემბერს პრემიერ-მინისტრობის კადიდატად წარადგინა.