გედევან ფოფხაძე საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. განცხადება დეპუტატმა ჟურნალისტებთან დღეს გააკეთა. გადაწყვეტილების მიზეზად ფოფხაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებთან არსებული აზრთასხვადასხვაობა დაასახელა. ფოფხაძის თქმით, სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ “ქართული ოცნების” რიგები დატოვოს. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება რომც არ მიიღოს, მას პარტიას მაინც დაატოვებინებენ. გედევან ფოფხაძე ერთ-ერთია “ქართული ოცნების” იმ დეპუტატებიდან, რომლებმაც უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა სიაზე უკმაყოფილება გამოხატეს. აღსანიშნავია, რომ ფოფხაძის ამ განცხადებას “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადება უძღოდა წინ.