„გემიდან პირველი ვირთხები გარბიან“ – მამა ანდრია ჯაღმაიძე

„გემიდან პირველი ვირთხები გარბიან“ – საპატრიარქოს პრესცენტრის უფროსი მამა ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს და ამით  საპატრიარქოში შექმნილ ვითარებას ეხმიანება.

„ცნობილი იყო და ხშირად დაწერილა კიდეც , რომ გემიდან პირველი გარბიან ვირთხები. ბოლომდე კი რჩება კაპიტანი.

რაც უნდა იყოს მე კაპიტანთან დარჩენას ვარჩევდი, რატომღაც ეგ უფრო მაინტერესებს“, – წერს მამა ანდრია.

ცნობისთვის, 27 ოქტომბერს, მეუფე იაკობმა თქვა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

მეუფე იაკობის ამ განცხადებას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი გამოეხმაურა.მან  მთავრობის წევრებთან შეხვედრები პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით, კატეგორიულად უარყო.