გენერალური პროკურატურა მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამია,რომ სუს-მა ოპერატიული და პრევენციული ხასიათის ღონისძიებების შედეგად, ეფექტურად შეძლო დანაშაულის თავიდან აცილება.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით წარმოებული ღონისძიებების ფარგლებში, გამოავლინა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობის თაობაზე და კომპლექსურად გატარებული საგამოძიებო, ოპერატიული და პრევენციული ხასიათის ღონისძიებების შედეგად ეფექტურად შეძლო ამ დანაშაულის თავიდან აცილება.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დანაშაულის პრევენცია განხორციელდა იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელზეც გამოძიება სუსმა დაიყწო 2018 წლის ივნისში, სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 323 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.
ამჟამად საქმეზე გამოძიება გრძელდება. ამასთან ერთად, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მისაღებად, მიმდინარეობს მოპოვებული მტკიცებულებების შეფასება.
გამოძიების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.