გენერალურმა პროკურატურამ „ინტერმედიას“ ერთ-ერთი მეწილე კახაბერ ანჯაფარიძე გამოკითხვაზე დაიბარა.
ანჯაფარიძე გამოკითხვაზე 18:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.საკითხი „რუსთავი 2“-ის საქმეს და აღნიშნულ ტელეკომპანიასა და „ინტერმედიას“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება.
აღნიშნულ საქმეზე გასულ კვირას გენერალურ პროკურატურაში „ინტერმედიას“ დამფუძნებელი ზურაბ იაშვილი გამოიკითხა.