გენტის მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

“გენტის” მთავარმა მწვრთნელმა იეს თორუპი ადასტურებს, რომ ქართველი თავდამსხმელს ტრავმა აქვს და ის ბევრად სერიოზული იყო, ვიდრე მათ ეგონათ. მისი განცხადებით გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის თასის ფინალში “მეხელენის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

“ზამთრის შესვენებიდან ვცდილობდით, ჩაკვეტაძე კარგად მოგვემზადებინა, ხოლო შემდეგ ნელ–ნელა სათამაშო დრო მიგვეცა და სრულფასოვნად დაბრუნებულიყო. ანდერლეხტთანაც უმნიშვნელო სიტუაციაში პატარა დაზიანება მიიღო, თუმცა სამწუხაროდ, ეს ტრავმა იმაზე ბევრად სერიოზულია, ვიდრე ველოდით. აქედან გამომდინარე, ის თასის ფინალში ვერ დაგვეხმარება,” – განაცხადა იეს თორუპმა.

შეგახსენებთ, ქართველმა ფეხბურთელმა მუხლზე დაზიანება დეკემბერში მიიღო და მას შემდეგ მის ტრავმაზე საუბარი არ წყდება. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ჩაკვეტაძემ ტრავმა მოიშუშა და თამაშისთვის მზად იყო, თუმცა 2 თამაშის ჩატარების შემდეგ კვლავ დაიწყო მის ტრავმაზე საუბარი.

უკვე გადაწყვეტილია, რომ 19 წლის ქართველი ნახევარმცველი მუხლზე ოპერაციას გაიკეთებს და მის რეაბილიტაციას 6 თვე დასჭირდება.