გერმანელმა ჟურნალისტმა ლაშა ტალახაძე დოპინგის სინჯების არჩაბარებაში დაადანაშაულა

გერმანელმა ჟურნალისტმა ჰაგო სეპელტმა  ლაშა ტალახაძე დოპინგის სინჯების არჩაბარებაში დაადანაშაულა.

ჟურნალისტი დოკუმენტურ ფილმში ამტკიცებს, რომ ტალახაძეს არ ჩაუბარებია   სინჯები 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის დაწყებამდე. 

გერმანელი ჟურნალისტის ბრალდებას საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია გამოეხმაურა. ფედერაციაში აცხადებენ, რომ  ლაშა ტალახაძეს აღნიშნულ პერიოდში 12-ზე მეტი სინჯი აქვს ჩაბარებული.