გერმანიაში, საქართველოს პრეზიდენტისა და ქართველის სტუდენტების შეხვედრა, ინციდენტით დასრულდა.
სალომე ზურაბიშვილი სასტუმრო სოფიტელში, იმ ქართველ ემიგრანტებს შეხვდა, რომლებიც გერმანიაში სამეცნიერო საქმიანობას ეწევიან ან სწავლობენ.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის თანამშრომელმა გერმანიაში ქართველ სტუდენტებს უწიგნურები და გაუნათლებლები უწოდა.
ვითარება შეხვედრაზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც საქართველოს პრეზიდენტს კრიტიკული კითხვები 20 ივნისის სისხლიან დარბევაზე დაუსვეს. პრეზიდენტი წყობიდან ისე გამოვიდა, რომ შეხვედრის მონაწილეებს არც კი დამშვიდობებია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კი სტუდენტებს უწიგნურები და გაუნათლებლები უწოდა.
“პრეზიდენტი წყობიდან ისე გამოვიდა, რომ არც კი დაგვემშვიდობა. შოკირებულები ვიყავით,”-განუცხადა “კურიერს” გიორგი ხიმშიაშვილმა, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა.