37 წლის ვაჟა ბურჯანაძე, რომელიც მემინგენის იზოლატორში სასჯელს იხდიდა, თურქთან ერთად ციხიდან გაიქცა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია bild ავრცელებს. ორივე მათგანი ციხის ეზოში სასეირნოდ იყო გამოსული. სწორედ ამ დროს, მათ მოაჯირზე გადასვლა მოახერხეს და ადგილიდან მიიმალნენ.
პოლიცია პატიმრებს თვითმფრინავით და ძაღლების დახმარებით ეძებდა, თუმცა ჯერჯერობით, უშედეგოდ.
ბავარიის პოლიცია მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მათ ფოტოებიც გამოაქვეყნეს და მოუწოდეს ყველას, რომ დანახვისთანავე პოლიციაში დარეკონ.