რისთვის დაბრუნდა ყოფილი პრემიერმინისტი ქართულ ოცნებაში პოლიტიკურ მდივნად. ვერსიები და ვარაუდები ბევრია, თუმცა რას ამბობს თავად დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი და როგორ ხედავს ის თავის როლს – ამაზე ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ვრცელი კომენტარი ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში“, ორ საათიანი ინტერვიუს დროს გააკეთა.
რა გავიგეთ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუდან:
• შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკა მოენატრა. გვერდიდან მოვლენებს უემოციოდ ვერ უყურებდა და მისი გული და გონება ყოველთვის კონცენტრირებული იყო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.
• დაბრუნდა იმ პრობლემების და მიზეზების გამო, რის გამოც ივანიშვილი დაბრუნდა.
• მთავარი მიზანია პარტიის გაერთიანება და მისი გაძლიერება. ძველი და ახალი თაობების შეკავშირება უფრო მჭიდროდ, მეტი კოორდინაცია, გაერთიანება და გაძლიერება იმაზე მეტად, ვიდრე იყო 2012 წელს.
ეკა ბესელიაზე
ეკა ბესელიას ქმედებები მისთვის აუხსნელია და რჩება განცდა, რომ მთლად თავისუფალი არ არის ან “რაღაცაშია პრობლემა“. დაბრუნების დღეს ბესელიასთან მიმოწერა ქონდა, ბესელიამ მისწერა რომ მიესალმება მის დაბრუნებას. თუმცა ამის მიუხედავად ღარიბაშვილი თვლის, რომ ბესელია შეიძლება იყოს ვიღაცის ბრმა იარაღი.
“არ ვიცი, მე ასეთი განცდა მაქვს, იმიტომ რომ შენ როცა აყენებ მოთხოვნას და გინდა რომ იდეალური იყოს ყველაფერი, არ იქნება იდეალური.
არცერთი პარტია, არცერთი მთავრობა და არცერთი ხელისუფლება არ იქნება იდეალური თუ გაქვს შეკითხვა რაც ხდება პარტიაში უნდა დარჩეს პარტიაში. არ შეიძლება პარტიაში განხილული თემები გამოიტანო საჯაროდ და შენი მტრის წისქვილზე დაასხა წყალი.
ეკაზე აღარ მინდა საუბარი ჩვენი გუნდის წევრი იყო და ბოლომდე ძალიან ერთგულად იდგა ჩვენი გუნდის სადარაჯოზე და გუნდის ლიდერის და ჩვენი ყველასი. ჩემთვის მტკივნეულია ეს პროცესი რაც დაიწყო. ძალიან გული დამწყდა რომ ასე განვითარდა პროცესები, თუმცა ეს არ არის ტრაგედია ჩვენთვის. რადგან ჩვენ გვაქვს სხვა გეგმები და ამას უახლოეს მომავალში თქვენ ყველანი იხილავთ.“
მოსამართლეების საქმეზე
თვლის რომ სასამართლოში ნაციონალების დროინდელ სასამართლოსთან შედარებით დღეს ბევრად უკეთესად არის საქმე.
“პროცესი რომელც ეხლა მიმდინარეობს არის გზა სასამართლოს დამოუკიდებლობამდე. ამას ჭირდება დრო. ყველა მიმართულებით არის პროგრესი, ჩვენ მივდივართ წინ. პროგრესი არის ხელშესახები და სახეზე.ეს პროცესი არის ორკესტრირებული ჩვენი მთავარი დესტრუქციული ოპოზიციური პარტიის მიერ, მათი სატელიტი არასამთავრობოების მიერ და ვიღაც სუბიექტების ჩართულობა იკვეთება ამ პროცესში.ეს ყველაფერი არის გამიზნული ერთი მიზნისკენ რომ დაასუსტონ ქართული ოცნება. “
პარტიიდან წასულებზე:
“სად წავიდნენ ეს ადამიანები, რატომ წავიდნენ პარტიიდან? ნუთუ ისეთი პრობლემა იყო მოუგვარებელი? რაზე იყო საუბარი? ყველაფერი იყო პირადული. საბოლოო ჯამში ასე გავიგე მე. ვიღაცას ვიღაცა არ მოსწონს ამის გამო წავიდეს პარტიიდან? ჩვენი პირადი ინტერესები არასოდეს არ უნდა დავაყენოთ პარტიის და გუნდის ინტერესებზე წინ.“
დაბრუნების გადაწყვეტილებაზე
კითხვაზე, როგორ გადაწყდა მისი დაბრუნება და ივანიშვილმა შესთავაზა თუ არა დაბრუნება, დეტალურად არ პასუხობს, თუმცა ადასტურებს, რომ ეს ამბავი “ორ კაცში გადაწყდა“.
“ორ კაცში ნათქვამი რჩება ორ კაცში. სხვანაირად ეგ არ მოხდებოდა ხო? ასეა. ჩვენ ვისეუბრეთ. შეიძლება ასე ითქვას რომ ჩვენი ხედვები დაემთხვა ამ შემთხვევაში. ჩვენი სურვილები შევაჯერეთ და ასე მივიღეთ გადაწყვეტილება რომ მეც ვბრუნდები პარტიაში. “
ნიშნავს თუ არა მისი დაბრუნება პარტიაში კალაძის პოზიციების დასუსტებას
ამბობს რომ არა.
“ჩვენი მტრები ასეთ რაღაცეებს ეძებენ და მანიპულირებენ. ეს არის პროვოკაციული, მოგონილი თემები. არავითარი საფუძველი არ აქვს ამ ჭორებს. არავითარი დაპირისპირება არ ყოფილა კალაძესა და ჩემს შორის.“
წასვლაზე
რატომ წავიდა 2015 წელს მოულოდნელად – ამ კითხვაზე პასუხობს, რომ მოულოდნელად არ წასულა და ბევრი რამ ხმამაღლა არ ითქმის.
“ბატონ ივანიშვილთან 21 წლის ვიყავი რომ დავიწყე მუშაობა და გავიცანი ეს ადამიანი. ჩემთვის ეს ადამიანის არის ძვირფასი და მისი ოჯახი. ვიყავი და ბოლომდე დავიხარჯები მასთან ერთად გუნდის წიაღში.მე ღირსეულად ვატარე ის მანდატი, რომელიც გადმომეცა მისგან.რეალურად ის ძალაუფლება და მანდატი ეკუთვნოდა მას, და ეკუთვნის მას. ეს ავიწყდება ყველას და ყველაში ვგულისხმობ ყველას.
ხალხს ჭირდება ლიდერი ლიდერის გარეშე არაფერი არ გამოდის. ლიდერი ვერ შეძლებს ხალხის გარეშე ვერაფერს, მაგრამ ლიდერი ჭირდება ხალხს.
არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი, ხელისუფლების მანდატი ეკუთვნის და ეკუთვნოდა ბატონ ბიძინას, რომელიც გადმომეცა მე და ორი წელი ღირსეულად ვმართე და ვატარე ეს მანდატი. და როცა გადაწყდა რომ მე უნდა გამოვსულიყავი პოლიტიკიდან ასევე ღირსეულად გადავეცი ჩემს შემცვლელს. როცა ხარ უმაღლესი თანამდებობის პირი ბევრი რამ არ ითქმის, ბევრ რამეს ბოლო დღემდე არ ამბობ საჯაროდ.
ეს ყველაფერი რათქმა უნდა მე დაგეგმილი მქონდა, მქონდა და ეს ყველაფერი ვიცოდი და ეს იყო გააზრებული. და კიდევ ვიმეორებ ორ კაცში ნათქვამი რჩება ორ კაცში. და არ შეიძლება ამის შემდეგ განხილვა და გარეთ გამოტანა.ეს ყველაფერი იყო დაგეგმილი, უბრალოლდ გაცხადდა როცა გაცხადდა. სულ არ იყო აუცილებელი ამის თქმა წინასწარ.
წასვლაზეც ორ კაცში იყო მოლაპარაკება? კი, რა თქმა უნდა. არ დაგვიმალია არც მე და არც ბატონ ბიძინას, რომ გვქონდა ამაზე ლაპარაკი.
იყო რაღაც სიტუაცია, რომ მეც მინდოდა გამოწევაპროცესებიდან“
ნათესავებზე და კახელების კლანზე
“ყველაფერს იდეალურად ვერ დააორგანიზებ
ქართველები ვართ, ყველას გვიყვარს ჩვენი ნათესავები.
შეიძლება ვიღაც ნათესავმა ისარგებლა, ბოროტად გამოიყენა მდგომარეობა, ვიღაცამ გადააჭარბა.
ეს ყველაფერი ხდება, და ამაზე ღიად უსაუბრია ბატონ ივანიშვილს და ყველას. ეს არ არის უცხო თემა, ეს არის ნაცნობი თემაა, ადამიანის ბუნებაა ასეთი, ადამიანები ცდილობენ რამენაირად იხეირონ. არ ვიცი ვინ რა იხეირა, მაგრამ გეტყვით, რომ რამდენიმე ადამიანთან აღარ მაქვს ურთიერთობა და ჩემს სახლში აღარ მოდიან. ეს პირადულია.
რაც იყო მაშინ მე გავასწორე ყველაფერი და მე თვითონ გავწიე ის ადამიანები, ვინც იყო გასაწევი და დანარჩენზე მე არ მინდა საუბარი. პირადულია. “
ივანიშვილთან ურთიერთობაზე
“ყველაფერი კარგად არის. იყო რაღაც გაუგებრობები მაგრამ ყველაფერი გავარკვიეთ.“
კვირიკაშვილის შეფასება
თავს იკავებს და ამბობს, რომ ხალხმა უნდა შეაფასოს ყველა მმართველი
“ის მანდატი, რომელიც ხალხმა მიანიჭა ივანიშვილს და მის შემდგომ პრემიერ მინისტრებს და მმართველებს, ის ეკუთვნის ამ ადამიანს და ამაზე ლაპარაკი არ არსებობს.“
პარტიულ გეგმებზე
“ჩვენი მთავარი უახლოესი ამოცანა იქნება მაქსიმალური მობილიზება ჩვენი ამომრჩევლის , პარტიული ატივის. ძველების, ახლების, ახლების გარდა კიდევ უფრო ახლებიც შემოვლენ ჩვენს პარტიაში. ჩვენი ამოცანაა რომ მაქსიმმალური გააქტიურება და გაძლიერება მოხდეს პარტიის და ამ პროცესში ჩემი როლი იქნება გამოკვეთილი.
ბევრი ჩვენი თავდადებული და თავგანწირული ამომრჩევლების განაწყენება მოხდა ბოლო სამ წელიწადში. ბევრი ადამიანი გავანაწყენეთ. ეს თვალნათლივ ჩანს სოფლებში, რეგიონებში.
ეს ყველაფერი არის გამოსწორებადი. და ჩვენ ამის ხედვაც გვაქვს, ამის გამოცდილებაც გვაქვს, რესურსიც გაგვაჩნია და ვიცით როგორ შევაკავშიროთ და მოვახდინოთ ჩვენი პარტიის კონსოლიდაცია.
შეცდომები დაუშვეს. ყოფილი ხელმძღვანელების მიერ საქმე არ იყო ისე მართული. და ბევრი ადამიანი, რომლებმაც გაწირეს თავი, ბევრი თანამებრძოლი, რომელსაც ვიცნობ 2012 წლიდან, ეს ადამიანები არ უნდა მიატოვო მერე ბრძოლის ველზე უიარაღოდ. ამის გამო დაბრუნდა პარტიის თავმჯდომარე და ჩემი დაბრუნების ერთ–ერთი მიზეზი არის ის, რომ მოხდეს ამ ყველაფრის ახალი ენერგიის შთაბერვა და გაძლიერება, რომ ერთიანად, ძლიერად წარვდგეთ 2020 წლის არჩევნებში. ჩვენ გუნდი უნდა შევკრათ ეხლა, გუნდი უნდა გავაძლიეროთ. უნდა მოხდეს ორგანზება ერთიანი ძალებით, დისციპლინირებული სტრუქტურით უნდა მოხდეს პარტიის გაძლიერება და წარდგენა შემდეგ არჩევნებზე. ეს არის ჩვენი ამოცანა. “
პარტიიდან შესაძლო წამსვლელებზე და არეულობაზე პარტიაში
“ჩვენ არცერთი დასაკარგი ადამიანი არ გვყავს. იდეალური ადამიანი არ არსებობს.ეს ყველა არის ჩვენი პარტიის აქტივი. ამ აქტივის და რესურსის გამოყენება იქნება ჩვენი ამოცანა
თუ ვინმე არის გასასწორებელი უნდა გავასწროთ, თუ ვინმეს შეცდომა მოუვიდა, გავუსწორებთ ამ შეცდომას და იქნება დისციპლინა.
ჩვენი გეგმაა რომ მაქსიმალურად ორგანიზებული გახდეს ეს პატია. “
მთაწმინდაზე კენჭისყრაზე
არ აპირებს მთაწმინდაზე კენჭისყრას და პარლამენტში შესვლას. პარტიაში მოვიდა იმიტომ, რომ წვლილი შეიტანოს პარტიის გაძლიერებაში.