ღარიბაშვილმა 2020 წელი ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად გამოაცხადა

“2020 წელს ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად ვაცხადებ”, -ეს განცხადება  თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია იმედის გადაცემა დღის ქრონიკაში სტუმრობისას გააკეთა. 

“ჩემი ხედვა და პოლიტიკა, ამ უწყებაში მოსვლის დღიდან და მანამდეც, ზოგადად, ეფუძნება ძლიერი სახელმწიფოს იდეას. ძლიერი სახელმწიფო ვერ შედგება თუ არ იქნება ძლიერი ჯარი. ძლიერ ჯარს ქმნის ძლიერი ჯარისკაცი და ძლიერ ჯარისკაცს სჭირდება შესაბამისი დაფასება და პირობების უზრუნველყოფა. ეს უნდა გააკეთოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა, ამ შემთხვევაში მე, მინისტრმა”-განაცხადა ღარიბაშვილმა.