მამუკა მდინარაძე ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორობის კანდიდატად წარდგენას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის ღირსეული და პროფესიონალია.
,,ჩემი აზრით ის არის ღირსეული, როგორც კანდიდატი, ისე კაცი და ადამიანი და ის არის ასევე პროფესიონალი”,- ამბობს ოცნების დეპუტატი.
მისივე განცხადებით, ის ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.
“მე მას პირადად ძალიან კარგად ვიცნობ და შემიძლია თავისუფლად ვილაპარაკო მისი როგორც პროფესიონალი იურისტის კვალიფიკაციაზე. ამიტომ, მე მას მხარს დავუჭერ და მგონია რომ ჩვენი გუნდიც, რომლის სახელითაც ჯერჯერობით ვერ ვსაუბრობ, რადგან ახალი ამბავია, იგივე პოზიციაზე იქნება”,- თქვა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, ,,ხორავას ქუჩის” საქმის გამო გადამდგარი ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარადგინეს. ამ ფაქტს მოჰყვა მწვავე შეფასებები მოჰყვა ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორში. ადამიანების უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საპროკურორი საბჭოს მოუწოდებს, შოთაძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭიროს.