“ქართული ოცნების” დეპუტატი ნუკრი ქანთარია “გირჩის” პერფორმანსს გამოეხმაურა.
“ახალგაზრდები წააქეზეს და ხატებს თავები მოაჭრევინეს. მე არ ვიცი. შევთხოვ ღმერთს, რომ ამ ბავშვებს არავითარი ღვთის სასჯელი არ მოევლინოთ”, -განაცხადა ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებთან.
შეგახსენებთ, გუშინ, 26 ნოემბერს გირჩმა ივანიშვილის რეზიდენციასთან “ბიძინა ივანიშვილის ხატებით” ხელში აქცია-პერფორმანსი მოაწყო. მათ “ხატებით” მსვლელობა მოაწყვეს და ივანიშვილის სახლთან “ვხედავ მეცხვარეს” იმღერეს.